ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოს პრეზიდენტს ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ, განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები, მადლობელი ვარ ქართველი მეგობრების მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უკრაინის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს სალომე ზურაბიშვილთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

​„საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები. მადლობელი ვარ ქართველი და ჩეხი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.