27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი – უკრაინა რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინა რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უკრაინაში აცხადებენ, რომ განადგურებულია 4 300-მდე რუსი სამხედრო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, სამდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთს საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტრანსპორტიორი, 49 ქვემეხი, „ბუკის“ ერთი სისტემა, „გრადის“ ოთხი სისტემა, 30 ავტომობილი, 60 ტანკერი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ნავი დაკარგა.