ჯოზეფ ბორელი – ვშიშობთ, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და მისმა გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მოლდოვასა და საქართველოში

გვაღელვებს ის, თუ რა შეიძლება, მოხდეს მთელ რეგიონში. ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რა ხდება ამ ქვეყნებში.

„ასე რომ, ჩვენ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება იმას, თუ რა ხდება იქ. ვაპირებ მოლდოვაში ვიზიტს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად იმასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე და ვნახოთ, როგორია ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის წევრობის კანდიდატების პოზიცია ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.