მჭირდებით! – კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართება

14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე სახელმწიფო კანცელარის წინ ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად მორიგი აქცია-არა ნეპოტიზმს!-გაიმართება.

-„დავფიქრდი, რა შეიძლებოდა დამეწერა აღწერაში და პირველი, რაც მომივიდა თავში არის ის, რომ მესამე ღამეს ვათენებ სახელმწიფო კანცელარიის წინ, საშინელ ყინვაში იმის გამო, რომ დავიცვა ჩემი სიმართლე, რაც უკავშირდება სამსახურიდან გათავისუფლებას, უკანონოდ, არასათანადო დასაბუთებით. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა და მსგავს დღეშია ამ ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ადამიანი.

ღონისძიება არის აბსოლუტურად მშვიდობიანი!

ღონისძიება არის აპოლიტიკური!

გელოდებით ხვალ, 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე სახელმწიფო კანცელარის წინ, რათა ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას!“-ამბობს ჩერქეზიშვილი.

15355573_10209457530608962_8466539507658557744_n

კომენტარის დატოვება