სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში, დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მკაფიო განცხადებებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე.

„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე.

სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ პოსტში გაზიარებულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

„მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს; 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის; თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში; პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები, „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.