საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 527 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 619 274.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.