უკრაინის დაზვერვა – რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს

რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გავრცელება და არეულობის მოწყობაა, – ამ ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როდესაც 2022 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთთან კონფლიქტმა იმპულსი მოიმატა, მან გაააქტიურა მისთვის ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი, კერძოდ, ინფორმაციული გავლენა, დაიწყო ვიდეოების გაყალბება ერთმანეთის მიყოლებით. გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახე შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთ ვიდეოში. ამიტომ, იცოდეთ, რომ ასეთი ვიდეო იქნება ყალბი, რომლის მიზანია პანიკის დათესვა, დეზორიენტაცია, გატეხვა, დარწმუნება ჩვენი ჯარების ჩაბარებაზე“, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახურში.