ბოდიში უკრაინელებს, ქართველებს, რომ 2008-ში MAP არ მივეცით – ევროპარლამენტარი

ბოდიში უკრაინელებს, ქართველებს, რომ 2008-ში MAP არ მივეცით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელებს, ქართველებს, რომ მე საკმარისად მედეგად ვერ დავდექი, სუსტი ვიყავი, ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები დროულად, 2008 წელს, როდესაც ნატო-ში შესვლის სამოქმედო გეგმა არ იქნა მიღებული.

არ ვიყავი საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დროულად დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები დასავლეთიდან, რომ პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, “- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ „ფორმულას“ ეთერში.