ზაზა ხატიაშვილი: ფეოდალური სახელწმიფო ხარო, გვითხრეს…

   ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ლევან მურუსიძის ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან გირგვლიანის საქმეზე აპელირებას “სირცხვილს” უწოდებს და იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს.

ამის შესახებ განცხადება ხატიაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ყოფილ პრემიერს ჯემპრი ჩამოაცვეს თავზე და გაიყვანეს ისე მთავარ პროკურორთან იმიტომ, რომ ქვეყნის ფაქტიურ მართველ ვიღაც ფეოდალს ასიამოვნონ. თავად ივანიშვილმა კი თქვა, რომ მერე რა, რომ გაიყვანესო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე-18 მუხლი ევროსასამართლოს ისტორიაში სულ 7 შემთხვევაში აქვს დადგენილი. ანუ, სახელმწიფო გამოგიყვანა კანიბალების დონეზე და ეს ბესელიამ და წულუკიანმა არ იციან? ფეოდალური სახელწმიფო ხარო, გვითხრეს. მე არა მგონია, ამ კაცმა რომც წაიკითხოს ეს დადგენილება, შინაარსი გამოიტანოს“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

კომენტარის დატოვება