საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 685 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 236 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 910 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 626 282.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.28%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 562 614.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 398 პირი ემსხვერპლა.