უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოკლულ ოკუპანტთა რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს (24 თებერვალი -7 მარტი) იმის შესახებ, თუ რა დანაკარგი აქვს რუსულ ჯარს. უწყება განმარტავს, რომ ციფრები მიახლოებით მონაცემებს ასახავს.

სამხედრო პერსონალი – 12 000-ზე მეტი;
ტანკები – 303;
ჯავშანტექნიკა – 1036;
საარტილერიო სისტემები -120;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 56;
თვითმფრინავები – 48;
ვერტმფრენები -80;
საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 27;
საავტომობილო ტექნიკა – 474;
საწვავის ავზები – 60
უპილოტო საფრენი აპარატი ОТР – 7