აი, ასეთ მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდნენ რუსეთის აგენტი დეპუტატები უკრაინის და ბელორუსიის პარლამენტშიც კი – ნათელაშვილი ფრიდონ ინჯიაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მოღალატეობრივს“ უწოდებს ფრიდონ ინჯიას განცხადებას საქართველოს რუსეთის საბანკო სისტემა Мир-თან მიერთებაზე.

„აი, ასეთ მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებას შიგ პარლამენტში ვერ გაბედავდნენ ყველაზე აღვირახსნილი რუსეთის აგენტი დეპუტატები უკრაინის და ბელორუსიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც კი“, – დაწერა სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილმა.

“ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს უნდა შეუერთდეს.

ამის შესახებ ინჯიამ დღეს, 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას რუსეთის წინააღმდეგ აძლევს, თუმცა Мир-თან მიერთება „ბიზნესის“ ნაწილია.