მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა

უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილეზე, იგორ ჟოვკვაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაუწიონ.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაზე ვლადიმირ პუტინმა უარი განაცხადა.