„კითხვებიც გამიჩნდა და არ ველოდებოდი, რადგან ასეთი სწრაფი დევალვაცია რეალურ ეკონომიკას არ ასახავს“

ლარის სწრაფმა დევალვაციამ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს კითხვები გაუჩინა.

როგორც საგანელიძე “ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას აცხადებს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების რომელიმე კონკრეტულ მიზეზზე საუბარი რთულია, თუმცა სავალუტო რყევებს რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი.

“ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, პირობა, თუ ვალდებულება, რომელიც გამოქვეყნებულია და რაზეც მიდის საუბარი, ერთობლიობაში ეფექტის მომცემი უნდა იყოს, თუმცა ამ ბოლო ხანებში, ერთი ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვები გამიჩინა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რადგან ასეთი სწრაფი დევალვაცია ჩემი აზრით, რეალურ ეკონომიკას არ ასახავს“, – განაცხადა საგანლიძემ.

დავით საგანელიძეს „ბიზნესკონტრაქტმა“ ამ კითხვების დაზუსტება სთხოვა.

“ხომ არ არის ზოგიერთი ღონისძიების დაჩქარება უფრო საჭირო?“, – სვამს კითხვას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, თუმცა რომელი ღონისძიებებია დასაჩქარებელი, ამის შესახებ არ საუბრობს.

“ამაზე ჯობია, ეკონომიკურმა ჯგუფმა იფიქროს“ – აღნიშნა მან.

წყარო: businesscontract.ge

კომენტარის დატოვება