დაეხმარეთ უკრაინას, დაამარცხოს პუტინი და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. მათ, ვისაც ეშინიათ მესამე მსოფლიო ომში ჩართვის, სთხოვს, რომ ბრძოლაში დაეხმარონ.

მინისტრის თქმით, ამით მსოფლიო უფრო დიდ ომს აიცილებს თავიდან. კულება პოსტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზეც საუბრობს.

,,მათ, ვისაც საზღვარგარეთ ეშინიათ ,,მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის”. უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ დაგვეხმაროთ ბრძოლაში. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. დაუწესეთ რუსეთს მეტი სანქციები და მოაქციეთ სრული იზოლაციაში. დაეხმარეთ უკრაინას, დაამარცხოს პუტინი და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს”,- წერს კულება.