პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები – პოდოლიაკი

პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

,,ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის ძვირია. დანარჩენი უცვლელია. რუსეთი აგრძელებს ბრძოლას მხოლოდ მშვიდობიან ქალაქებთან, ღამით ანადგურებს მათ რაკეტებით. ჩვენი სამხედროები ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად პასუხობენ რუსებს. პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები.” ამბობს პოდოლიაკი.