ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს ჩამოვიდნენ კიევში, ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი, ნამდვილი გმირი გახდეს – ზელენსკი

,,ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს ჩამოვიდნენ კიევში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა, ვინც უკრაინის გვერდითაა, მადლიერებას მიიღებს.

„ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს ჩამოვიდნენ კიევში. აქ შესაძლოა საშიშია, რადგან ჩვენი ცა რუსული თვითმფრინავებისთვის და რაკეტებისთვის ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავები, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რომ მსოფლიოში ყველას ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქზე და უკრაინელ ხალხზეა. ყველა ვინც ჩვენს გვერდითაა, მიიღებს მადლიერებას. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგანაც. ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი ნამდვილი გმირი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ კიევში უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები არიან ჩასულები.