[ვიდეო] ჯო ბაიდენმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
„ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, რომელმაც ჰკითხა თუ რას ფიქრობდა იგი პუტინზე.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იკვლევს განზრახ ესხმის თუ არა თავს რუსული სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს.