ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოსა და პოლონეთს დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები აერთიანებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და პოლონეთს დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები აერთიანებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის პოლონეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„მოხარული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტ მათეუშ მორავიეცკის ვუმაპინძლე საქართველოში. ჩვენს ერებს აერთიანებთ დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები. მადლობას ვუხდი პოლონეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.