,,7 საათის განმავლობაში თავზე ტომარა მქონდა ჩამოცმული” – ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი

რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი გატაცების დეტალებს ყვება. ივან ფიოდოროვი ამბობს, რომ ოკუპანტებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ამ მდგომარეობაში 7 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოამწყვდიეს.

,,საკმაოდ მძიმე გამოცდაა, როდესაც 7 საათი თავზე ტომარა ჩამოცმული მიჰყავხარ, არ იცი სად. იმ პირებს, რომლებიც ჩემთან იყვნენ, საერთოდ არ ვენდობოდი. ვიმყოფებოდი მელიტოპოლში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. როდესაც კამერაში ჩემთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჩემთან ერთად 5, 6 თუ 7 შეიარაღებული სამხედრო იყო. ხელით არ მეხებოდნენ, მაგრამ მერწმუნეთ, 7 შეიარაღებული პირის გვერდზე ყოფნა მარტივი არ არის. გვერდზე კამერაში ვიღაცეებს აწამებდნენ, ისმოდა ყვირილის ხმა, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებდა. ასე რომ, ამას თავისუფლად შეიძლება წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა ვუწოდოთ. ამიტომ, მთელი ეს 6 დღე საკმაოდ რთული იყო,” – ამბობს მელიტოპოლის მერი.

ცნიბისთვის, მელიტოპოლის დატყვევებული მერი ვასილევკასთან ახლოს 18-19 რუს წვავამდელებში გაცვალეს. ფიდოროვის თქმით, ხელი გარკვეულ დოკუმენტებზე მოაწერინეს, თუმცა ამ ფურცლებს იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

მელიტოპოლის მერი რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს.