საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 885 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 642 242-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.42%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.