,,ემზადებიან ჩემს გადასაცემად რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

იტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებს მის გადაცემას რუსეთისთვის.

„ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, ასევე, ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვისაც. მზადდება პროვოკაცია ტერიტორიების შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი – ეს არის მათი გეგმა. ჩვენი თაობის ამოცანაა ეს არ დავუშვათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.