გაეროს გენერალური მდივანი: “უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთს ითმენს – კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა დაიკარგოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს?”

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, გაეროს გენერალური მდივანი გუტერეშმა უკრაინა-რუსეთის ომში სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.

გუტერეში აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული აბსურდული ომი, ხოლო უკრაინის დაპყრობა კი, ვერ მოხდება.

„მარიუპოლი რომც დაეცეს, უკრაინის ქალაქ -ქალაქ, ქუჩ-ქუჩა, სახლ-კარ დაპყრობა ვერ მოხდება.უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთს ითმენს.

კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა დაიკარგოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს? კიდევ რამდენი უკრაინელი და რუსი უნდა დაიღუპოს, სანამ ყველა მიხვდება, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, არამედ მხოლოდ დამარცხებულები?” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.