„პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა ზედმეტია“ – ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტზე წასვლას გეგმავს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ მასთან ერთ მაგიდასთან ჯდომა ზედმეტია.

მორისონმა გამოთქვა შეშფოთება პუტინის შესაძლო მონაწილეობის გამო G20-ის სამიტში. ავსტრალიის პრემიერი მხარს უჭერს რუსეთის გამორიცხვას G20-დან.

„ჩემთვის, ვლადიმერ პუტინთან ერთად მაგიდასთან ჯდომა ზედმეტია. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ამის შესახებ. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ეს არის ძალადობრივი და აგრესიული აქტი, რომელიც ანადგურებს საერთაშორისო სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.