აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მადლენ ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში 1997-2001 წლებში იკავებდა.