სოსო მანჯავიძე: ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულება

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

ბევრი რამ შეიცვალა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ,ბევრი რამ,მათ შორის თვითმართველობის კოდექსში ჩადებული ნაღმების განეიტრალება მოხერხდა,ასევე განეიტრალდა რეგიონალური ენების საკითხი.ცხადია,ეს და სხვა პრობლემები თავისით არ გადაწყვეტილა. სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხი იმ შემთხვევაში არ გახდება ახალი დაძაბულობის კერა,თუ აქტიურად და გონიერად ვიმოქმედებთ და ამ საერთო საქმეს საკუთარ ამბიციებს და თავის დამკვიდრების წყურვილს არ გადავაყოლებთ,როგორც ხშირად გვემართება.

რეზონანსი. 27.11.2013

ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულება

საქართველოში მიმდინარე პროცესების გაგება და სწორი პოლიტიკის შემუშავება შეუძლებელია იმ ძალების ინტერესების იდენტიფიკაციის გარეშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებენ.

საქართველო დღეს წარმოადგენს გზაჯვარედინს, ერთი მხრივ, რუსულ-სომხური ინტერესებისათვის, რომელთა ბუნებრივ მოკავშირედ ირანი მოიაზრება და, მეორე მხრივ, თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესებისათვის, ძლიერი დასავლური და კერძოდ ამერიკული მხარდაჭერით. უნდა ითქვას, რომ ეს ორი ვექტორი საქართველოში არ დგას ქართული, ეროვნული ინტერესების გათვალისწინების ან დაძლევის პრობლემის წინაშე, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს საკუთარი ინტერესების შესახებ ადეკვატური წარმოდგენა და მითუმეტეს ამ ინტერესების დაცვის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკაში იქნებოდა გამოხატული. ამიტომ საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც ამ ძალების ბრძოლის არეალი და თუ ამ ძალების მოქმედებას დავუმატებთ აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში, გასაგები ხდება პოლიტიკური პასეანსის მთელი სირთულე.

რუსულ-სომხური ინტერესები

ამ ალიანსის ოცნება-მიზანია საქართველოს შავიზღვისპირეთის მითვისება-მისაკუთრება სამხრეთ საქართველოს, ანუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონითურთ. რუსეთის ინტერესი აქ სრულ თანხვედრაშია სომხური დიასპორის ერთი ნაწილის ჰიპერტროფირებულ ამბიციებთან ე.წ. “დიდი სომხეთის” შექმნასთან დაკავშირებით.

უნდა ითქვას, რომ ეს ამბიცია წარმოადგენს არა მარტო საქართველოს პრობლემას, არამედ მოძმე სომხეთის პრობლემასაც , ვინაიდან ამ იდეის განხორციელების მცდელობას ტრაგიკული და კატასტროფული შედეგები მოჰქონდა და მოაქვს პირველ რიგში, თავად სომეხი ხალხისათვის. პირველი “წარმატებული რუსულ-სომხური პროექტი”, რომელიც ამ პოლიტიკის მიზანმიმართულ შედეგს წარმოადგენს, არის აფხაზეთში ეთნიკურ-რელიგიური სურათის მიზანმიმართული შეცვლა.

აქ სურათი ნათელია: ეთნიკური ბალანსი რადიკალურად შეცვლილია აფხაზეთში რუსული აგენტურის მიერ პროვოცირებული აფხაზეთის ომის შედეგად. დღეს აფხაზეთში ეთნიკურ უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ. მათი პროცენტული შეფარდება 13%-დან 50%-მდე გაიზარდა. ეს სრულ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან, ვინაიდან სომხური ეთნიკური სუბტრატის ზრდა აფხაზეთში წარმოადგენს ფარს თურქული გავლენის წინააღმდეგ.

ამავე დროს მიმდინარეობს აფხაზური ეთნოსის ინტენსიური განადგურების პროცესი სხვადასხვა, სპეციალური მოქმედებების შედეგად. აღარაფერს ვამბობთ ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებული აპარტეიდის პოლიტიკის შესახებ. აღნიშნული ბალანსის ცვლა პოლიტიკურად გაფორმდება 2018 წლის “დემოკრატიული” საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით.

სამცხე-ჯავახეთის მიმართულება

აქ მოქმედების მთავარი პრინციპია “აქტიური მოლოდინი,” ანუ მზადება იმგვარი სიტუაციისათვის საქართველოში, როდესაც აქტიური მოქმედება გახდება შესაძლებელი, რისთვისაც ტარდება საჭირო პოლიტიკური და სადაზვერვო ღონისძიებანი, როგორიცაა სეპარატისტული მოძრაობების ლატენტურ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათი დაფინანსების უზრუნველყოფა, იდეოლოგიური მუშაობა და ამ რეგიონის “სომხეთის ისტორიის ნაწილად” წარმოჩენა საზღვარგარეთ სხვადასხვა საინფორმაციო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

სამეგრელოს მიმართულება

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ რუსული დაზვერვის აქტიურ მოქმედებებს ენიჭება რეგიონში სომხური სუბტრატის არარსებობის გამო. აღნიშნული იდეოლოგიური დივერსიებს რიგს განეკუთვნება:

1 )აფხაზეთ-სამეგრელოს სახელმწიფოს შექმნის ფართოდ ტირაჟირებული იდეა;

2) არარსებული და თითიდან გამოწოვილი სეპარატიზმის შექმნის მცდელობა;

3)მეგრული ენის დაცვის საბაბით საზოგადოებრივი მოძრაობების ინსპირაცია. ამ მოქმედებების მიზნის შესახებ უკვე ღიად საუბრობს პუტინის მრჩეველი, ალექსანდრე დუგინი-ესაა სოჭის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოცილება (http522topnews8mediamall8ge 20id=$*!!(` ~http522pirveliradio 8ge2 index8php0newsid=!$*#

აჭარის მიმართულება

შავიზღვისპირეთის ეს უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მხარე წარმოადგენს თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების არეალს. ბუნებრივია, რუსეთს, ისევე როგორც თურქეთს, სჭირდება აქ თავისი გავლენის საყრდენი, რომელსაც სამწუხაროდ, წარმოადგენენ ეთნიკური სომხები. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ინტენსიური მცდელობა, მიმართული უძრავი ქონების შესყიდვისაკენ აჭარაში. რუსულ-სომხური ალიანსი ამით ცდილობს საპირწონე შეუქმნას თურქეთს, მის მცდელობაში, თავის სასარგებლოდ შეცვალოს ეთნიკურ-რელიგიური ბალანსი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსულ-სომხური ალიანსი არ მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის გარედან და რუსული დაზვერვა არ არის მისი ინტერესების ერთადერთი ინსტრუმენტი. სომხური დიასპორა იყენებს თავის ფინანსურ რესურსს, რათა საკუთარ ინტერესებს მოარგოს აშშ-ს პოლიტიკური გავლენა საქართველოში, კერძოდ. ე.წ ნეოლიბერალური მიმართულების მონოპოლია ქვეყანაში. იმისათვის, რომ განახორციელოს თავისი პოლიტიკური მიზნები, სომხური დიასპორა აფინანსებს იმ პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ლობირებას უწევენ აშკარად ანტიეროვნულ პროექტებს, რომლებიც, როგორც დავინახავთ, პირდაპირ თანხვედრაშია ე.წ “დიდი სომხეთის” შექმნის პროექტთან.

1) საქართველოს სინგაპურიზაციის პროექტი;

2) სახელმწიფო რეგულაციების სისტემის მიზანმიმართული განადგურება;

3) ეროვნული აქტივების გასხვისება;

4) ქართული საშუალო ფენის განადგურება;

5) საემიგრაციო პოლიტიკა და სხვა.

1) განსაკუთრებით საშიში ხასიათი ამ პროცესმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა “რესპუბლიკური პარტია”, რომლის პროგრამაში ღიად და დაუფარავად არის მოცემული საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლა.

ისარგებლეს რა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მოდუნებით სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გამო, რესპუბლიკელებმა ნაციონალებთან და ფარულ მოკავშირეებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით მთავრობას მიაღებინეს ე.წ “ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი”~http522mrdi8 gov8ge2ge2 component2 content2 article2!!^!-the-government-of-georgia-approved-the-self-government-code8html`

კანონი ითვალისწინებს: ა) საქართველოში 250-300 თვითმმართველი ერთეულის შექმნას; ბ)მათ ბაზაზე რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების ჩამოყალიბებას.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ კანონპროექტის განხორციელება, მაგალითად, ჯავახეთში იგივე შედეგებს მოიტანს ზუსტად იმ დროისათვის, რაც აფხაზეთში მივიღეთ, კერძოდ, ჩამოყალიბდება რეგიონული ორგანო, რომელიც 70%-ით ეთნიკური სომხებით იქნება დაკომპლექტებული.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ამ პროექტის განხორციელება შედის თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის ინტერესებშიც, რადგან ეს საშუალებას მისცემს მათ, ანალოგიური მოქმედებები განახორციელონ ქვემო ქართლში.

ანუ, აქ მოწინააღმდეგე მხარეების ინტერესები თანხვედრაშია ჩვენი ინტერესების ხარჯზე. ის, რომ რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა ექნება იმ ეთნიკურ ჯგუფს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, ბუნებრივად გამოიწვევს ევროპული ენების შესახებ ქარტიის ამოქმედებას ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, აქ გამონაკლისი არც სამეგრელო და სვანეთი იქნება, რაც თავის მხრივ, როგორც ამ იდეის ავტორებს წარმოუდგენიათ, გააადვილებს სამეგრელოს საკითხის გადაწყვეტას რუსულ-სომხური ალიანსის მხრიდან.

2) მიწის გასხვისების საკითხი.

2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე ჰაიკე ჰორნკვისტის სარჩელი, რითაც უცხოელ ფიზიკურ პირებს მიენიჭა შეუზღუდავი უფლება, შეესყიდათ ქართული მიწები. აღნიშნულ პერსონას სარჩელი დაუწერა და იურიდიული მომსახურება გაუწია კახაბერ ბენდუქიძის მფლობელობაში არსებულმა “თავისუფალმა უნივერსიტეტმა”. ამის შედეგად, 6 თვის განმავლობაში, 40 000-მდე უცხოელმა შეიძინა გაურკვეველი რაოდენობის მიწები აბსოლუტურად გაურკვეველი მიზნებით. ხელისუფლების ცვლის შემდეგ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა მორატორიუმი. მორატორიუმის თავდაპირველი ვერსია გულისხმობდა მის დაწესებას 2017 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა რესპუბლიკელებისა და ნაციონალების ინიციატივით აღნიშნული ვადა 2014 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა~http522www8 tabula8 ge2ge2story2*##)$-parlamentma-mitsis-statusis-shecvlaze-moratoriums-mxari-dachira`

ამავე დროს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, ინიცირებულ იქნა ჩასწორება კანონში, რომლის მიხედვითაც მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ ქართული მიწის შესყიდვის განუსაზღვრელი უფლება ექნებათ არა მარტო უცხოეთის ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებსაც. პარალელურად “გამჭვირვალე საზოგადოება საქართველოს” მედია ექსპერტმა მათიას ჰუტერმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმის ანულირებას მოითხოვს. მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს კავშირს ამ მოქმედებებს შორის და იმას, რომ ეს ერთი მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედებებია. საკონსტიტუციო სასამართლო მათიას ჰუტერის სარჩელის განხილვას უახლოეს მომავალში აპირებს ~http522 www8 resonancedaily8com2 index8 php0 id2rub=@&id2artc=!*#^$`და თუ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა სათანადო არ იქნა, მას აუცილებლად დააკმაყოფილებს, რასაც შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს, ვინიდან თანამედროვე ფასების და ქართული მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით პოლიტიკური ინტერესის ფაქტორი გადამწყვეტ როლს იქონიებს და ქართული მიწების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდება უცხოეთის ფიზიკური და განსაკუთრებით იურიდიული პირების “კანონიერ” მფლობელობაში. ბუნებრივია, რომ მიწების ფართომასშტაბიანი შესყიდვა სწორედ სამცხე-ჯავახეთის , აჭარის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის ტერიტორიებზეა მოსალოდნელი და მოამზადებს საფუძველს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიღების შედეგად ჩამოყალიბებული რეგიონული სეპარატიზმის უფლებრივი განმტკიცებისათვის.

3) საქართველო მიერთებულია რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიას. აქ საკითხის წამოწევა და აქტუალიზაცია მოხდა ჯავახეთში, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ. ბუნებრივია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი აზრის რეაქციის დაზვერვას და მის მომზადებას ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯებისათვის.

რეაქცია მეტად მტკივნეული გამოდგა და იდეის ავტორებმა დროებით თავი შეიკავეს შემდგომი ნაბიჯებისაგან, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მიმართულება ინტეგრირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის და მიწის გასხვისების პოლიტიკასთან და მაშინ გახდება აქტუალური, როდესაც ეს ორი კანონი ძალაში შევა.

სამივე მიმართულება ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთმანეთს აძლიერებს. როგორც კი ძალაში შევა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი, აუცილებელი გახდება რეგიონული ენების შემოღება. ხოლო უცხოელებზე და უცხოეთის იურიდიულ პირებზე მიწის გაყიდვის დაკანონება საკუთრებით ბაზას შეუქმნის და განამტკიცებს რეგიონალზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პოლიტიკურ რეალობას.

როგორც ზევით ითქვა, თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესები რეგიონში რუსულ-სომხურ ინტერესებთანაა დაპირისპირებული. ეს ალიანსი განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ფაქტორით, რომ თურქეთი და აზარბაიჯანი ერთი მოდგმის ხალხით არის დასახლებული და ერთი ხალხისა და “ორი სახელმწიფოს” დოქტრინა ორივე სახელმწიფოშო ოფიციალურ დონეზეა მიღებული.

ეთნიკური და რელიგიური ერთობა განმტიკიცებულია საერთო ეკონომიკური ინტერესებით, თურქეთი დიდწილად აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, თავის მხრივ თურქეთი აზერბაიჯანისთვის წარმოადგენს როგორც პოლიტიკურ ფარს და სამხედრო მოკავშირეს, ასევე საიმედო ბაზარს თავისი ენერგომატარებლების რეალიზაციისათვის, რამაც საშუალება მისცა აზერბაიჯანს, მოეხდინა დისტანცირება რუსული და ირანული პოლიტიკური გავლენისაგან, კრიზისის პირობებში შეენარჩუნებინა პოლიტიკური ცენტრი ბაქოში და მიეღწია პოლიტიკური გავლენის შთამბეჭდავი ზრდისათვის.

აზერბაიჯანს უხდება აქტიური მოქმედებების განხორციელება ირანისა და რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობების ნეიტრალიზაციისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მოქმედებების არეალად, რომლის ინსტრუმენტადაც შიიტური რადიკალიზმი გამოიყენება, გადაქცეულია საქართველოც. ორივე მხარე ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე საყრდენი რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფების გაფართოებას.

აქ განსაკუთრებით აქტიურია ირანი, რომლის გავლენა შიიტურ რელიგიურ ჯგუფებზე რუსეთისათვის თურქულ-აზერბაიჯანული უპირატესობის ერთგვარ კომპენსაციას ახდენს. აზერბაიჯანისა და თურქეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კონტროლი საქართველოს იმ ტერიტორიულ მონაკვეთებზე, რომლებზედაც გაყვანილია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი.

ინტერესი კიდევ უფრო გასაგები ხდება, თუ გავითვალისწინებთ ახალ პროექტებს, რომლებიც სატრანზიტო მოცულობების გაზრდას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ აქვს სურვილი და არც რეალობა აიძულებს, რომ თავიანთი ინტერესების დაცვისას საქართველოს ეროვნული ინტერესები გაითვალისწინონ. ამიტომ დაპირისპირება სულ უფრო მძაფრ და საქართველოსთვის მიუღებელ ხასიათს იღებს.

1) თურქეთი თავისი ინტერესების დასაცავად შემდეგ პოლიტიკურ მოქმედებებს იყენებს:

ა) ეკონომიკური ექსპანსია და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა აჭარაში;

ბ) საქართველოში მოქმედი ბიზნესმენების სუბსიდირება აჭარისა და სხვა რეგიონებში საკომანდო სიმაღლეების მოპოვების მიზნით;

გ) დემოგრაფიული ექსპანსია, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში;

ე) რელიგიური ექსპანსია, ანუ ისლამის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, რომელშიც შედის: 1) ე.წ. აზიზიეს დიდი თურქული მეჩეთის მშენებლობა ბათუმში; 2) ისლამურ-რელიგიურ სასწავლებლებში ქართველი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსება და მათი დახმარება, რის შედეგადაც ისინი ყალიბდებიან თურქ ფუნდამენტალისტებად; 3) თურქული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რისთვისაც გამოიყენება თურქული სატელევიზიო სერიალები, რომელთა ჩვენებისათვის ქართულ ტელევიზიებს სერიოზულ ფინანსურ ინექციებს უკეთებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკა საქართველოში იზოლირებული არ არის და ერდოღანი-დავით ოღლუს ნეოოსმანური დოქტრინის სამხრეთ-კავკასიური მიმართულებით განხორციელებას წარმოადგენს.

ამავე დროს, განსაკუთრებული შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშკარაა ორი ვექტორის პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონით გათვალისწინებული რეგიონალიზაციისა და მიწის გასხვისების, აგრეთვე საემიგრაციო კანონმდებლობის საკითხებში.

ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილია პრობლემების არასრული ნუსხა. ეს შემაშფოთებელი ტენდენციები მათი შეუფერხებელი განხორციელების შემთხვევაში მალე მიაღწევენ ე.წ. ბიფურკაციის წერტილს, რომლის შედეგადაც ისინი შეუქცევად ხასიათს მიიღებენ. ამიტომ საჭიროა გონიერი, ფრთხილი და აქტიური, ინტეგრირებული პოლიტიკური მოქმედებები, რათა აღნიშნული ტენდენციები გავანეიტრალოთ და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური სივრცე შევქმნათ.

აუცილებელია:

1) უცხოეთის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ მიერ არის შემუშავებული. იგი გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას და ამისათვის მინიმუმ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას;

2) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ბლოკირება და ამისათვის სხვადასხვა პოლიტიკური და საპროტესტო მოქმედებების განხორციელება,

3) საქართველოს საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება.

4) აქტიური მუშაობა აშშ-სა და ევროპაში თურქული ექსპანსიონიზმისა და მის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ სწორად ინფორმირებისათვის.

5) აქტიური და ეფექტური პოლიტიკის გატარება კონფესიათა მშვიდობიანი თანაარსებობის მისაღწევად.

6) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის მიმართული მოქმედებები.

7) ადგილობრივ არჩევნებში პატრიოტული ძალების გამარჯვება.

8) რუსეთის მმართველ ელიტასთან მუშაობა.რელიგიური და კულტურული კავშირების მაქსიმალური ამოქმედება.

9) ზემოთ აღწერილი საფრთხეების ადეკვატური უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება.

10) ანტიეროვნული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და საინფორმაციო ორგანიზაციების ნეიტრალიზაცია მათი მხილების გზით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო განუწყვეტელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რისი ძირითადი მიზეზიც ეროვნული ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ცენტრის არარსებობაა. წინამდებარე წერილი სწორედ ამ საერთო-ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის ხელშეწყობისათვის დაიწერა.

კომენტარის დატოვება