ჯო ბაიდენი: თუ ვლადიმერ პუტინი  მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, აშშ რუსეთს უპასუხებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთს უპასუხებს, თუ ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, თუმცა პასუხი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

კითხვაზე, არსებობს თუ არა დაზვერვის მონაცემები, რომ პუტინი ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს უკრაინაში და რა იქნება დასავლეთის რეაქცია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

“ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ამ იარაღის გამოყენების ფორმაზე”.