,,ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს” – კარასინი საქართველოზე

,,ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას კარასინთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ,,გორჩაკოვის ფონდის” და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. კარასინმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ეს ფაქტი ,,შეუმჩნეველი არ დარჩება”.