თბილისი, იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ? – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი კარასინის ,,შექებაზე”

თბილისი, იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ? – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გრიგორი კარასინის განცხადებას.

,,რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაპირდა. თბილისი – იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?” – წერს ნიკოლენკო ,,ტვიტერზე”.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”.