ჯო ბაიდენი – ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვერ დავუბრუნდებით ძველ დროს – ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და არაფერია მშვიდობის ფასი.

მისივე თქმით, ეს უდიდესი ბრძოლაა, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ემსახურება.

„ნდობა და რწმენა ყველაზე კარგად ჩანს შავ-ბნელ მომენტებში. საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, პოლონეთი და ბევრი ქვეყანა გათავისუფლდა, არაფერია ასეთი მშვიდობის ფასი. რა თქმა უნდა, გზა იყო ტკივილით სავსე, მაგრამ მნიშვნელოვანია ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ მყარად და ერთად ვიბრძოლოთ. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს უდიდესი ბრძოლაა, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ემსახურება. თაობები იბრძვიან დემოკრატიისთვის. სამყარო არ არის იდეალური, არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ისეთი ამბიცია აქვთ, სურთ დომინირდნენ მსოფლიოზე. მინდა მესიჯი გავაჟღერო უკრაინელი ხალხისთვის – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ მხარდამხარ. დღეს ჩვენ ვართ კიევის, ხარკოვისა და ყველა ქალაქის გვერდით.

გვახსოვს საბჭოთა ტანკები, რომლებიც ცდილობდნენ დემოკრატია დაენგრიათ, მაგრამ 1989 წელს, ხალხი აღზევდა, დემოკრატია აღზევდა. ბრძოლა დემოკრატიისთვის არ დასრულებულა. ავტოკრატიული ძალები ცდილობენ მსოფლიოში გაძლიერდნენ, დღეს კი, რუსეთს ჰქონდა მცდელობა დაეხრჩო დემოკრატია მთელს მსოფლიოში. პუტინი ამბობს, რომ ის უკრაინის დენაციფიკაციას ახორციელებს, ის ნამდვილად ცინიკოსია. პრეზიდენტი ზელენსკი კი დემოკრატიულად იყო არჩეული, ის ებრაელია და მისი მამა ჰოლოკსტის მსხვერპლი გახდა, პუტინს კი, არ რცხვენია დენაციფიკაციაზე ისაუბროს.

ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ძველ დროს, საფრთხე დიდია. გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ძლიერები და ერთიანები. სწრაფი სადამსჯელო ზომები, რუსეთს თავის კურსს შეაცვლევინებს. ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ,”- განაცხადა ჯო ბაიდენმა.