მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იანვრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასური გაიზრდება, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ეხმიანება და ამბობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.

„მეტროს და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე, თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს ტარიფი არეგულიროს” – განაცხადა ლექვინაძემ.

 

 

კომენტარის დატოვება