გიორგი ტიგინაშვილი: აირჩიეთ, ძვირფასო საზოგადოებავ…

 გიორგი ტიგინაშვილი

პუბლიცისტი

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და ამ ინკვიზიციური თუ სექტანტური ორგანიზაციის წევრი სასულიერო პირები, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ კულტურულ ფასეულობებს, გმობენ და არასაჭიროდ მიიჩნევენ ინტელექტუალურ განვითარებას, მხატვრულ ლიტერატურას, პოეზიას, მუსიკას, ეროვნულ ფოლკლორს, ნაციონალურ ცეკვებს, თეატრსა და ა.შ. ამასთან “ამხელენ” (ზოგიერთი მათგანის დეკანონიზაციასაც კი მოითხოვენ) ქართველ წმინდანთაგან გამორჩეულ პირებს: ილია მართალს, გრიგოლ ფერაძეს, კირიონ II-ს, ალექსანდრე ოქროპირიძეს, დიმიტრი ყიფიანს, ექვთიმე ღვთისკაცსა და სხვებს. ისინი ვერ იტანენ სპორტს, თავიანთი მრევლიდან ყველას უკრძალავენ რაგბზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე და სხვა სახეობებზე სიარულს. აგრეთვე კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ ზღვაზე დასვენებას, მანდილოსნისათვის საშინაო პირობებშიც კი შარვლის ჩაცმის ნებადართულობას, ქორწილის მხიარულად აღნიშვნას და რიგითი მორწმუნეებისათვის შავისა და ნაცრისფერი ტანისამოსის გარდა სხვა ფერებში შემოსვას. ისინი მიუღებლად მიიჩნევენ სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ნებისმიერი სახის კონტაქს (თვით მისალმებასაც კი). ამ ყოველივეს დავუმატოთ მათი საღვთისმეტყველო უვიცობა, ნესტორიანელობისა და გნოსეომაქიის ქადაგება, მუცლად მოწყვეტილი უნათლავი ჩვილების აპრიორი ჯოჯოხეთში მოხვედრის მათეული განსაზღვრება, მუდმივად სქოლასტიკური კლიშეების ტყვეობა და არადინამიური, არაცოცხალი და არასულიერი სტერეოტიპებით მსჯელობა, მყიფე იურიდიზმი და იმპერატიული შეუვალობა, ქართული კანონიკური გალობის ხელყოფა, წმ. სინოდისა კათოლიკოს-პატრიარქისადმი ურჩობა, ყველა განათლებულ ადამიანში მტრის ხატის ძიება, პოლიტიკაში ჩარევა, ტელევიზიების დარბევა, განსხვავებული აზროვნების ადამიანების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუდმივი საშიშროებისა და შეთქმულებითი საფრთხეების შესახებ აპელირება, ქართველი მუსულმანის არაქართველად შერაცხვა (ქსენოფობია, რელიგიური დისკრიმინაცია), ყოველგვარი ამერიკულისა და ევროპული ცივილიზაციის დემონიზაცია და რუსეთის საკრალიზაცია, არასოდეს ღმერთის კაცთმოყვარეობისა და განუზომელი სიყვარულის შესახებ არანაირი შეგონება და მარტოოდენ დამსჯელი და მბრალმდებელი უფლის დესპოტურ ძალაუფლებაზე მინიშნება, ნუგეშის ნაცვლად დამთრგუნველი, არათავისუფალი და არაარჩევანის მქონე რიტორიკის ტირაჟირება, ფარისევლობა და განკითხვის სულისკვეთება, სადაც არ არსებობს არავითარი გულაჩუყება და თვითშემეცნება.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, აირჩიეთ ძვირფასო საზოგადოებავ: მმკ-ს მხარეს არსებული პროვინციალიზმი, ექსტრემიზმი, ისტერიკა, ფუნდამენტალიზმი და ხეპრეობა გნებავთ ეკლესიაში თუ მეორე მხარეს (მამა თეოდორე, მამა ალექსანდრე, მამა ლევანი) არსებული სინათლე, სიყვარული, ჭეშმარიტება, მშვიდობა და განათლება? მე ვირჩევ მეორეს! დიდება და მადლობა მაცხოვარს. ამი

კომენტარის დატოვება