ბადრი ჯაფარიძე – პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია მოხდა, ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ

ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ქედმაღლური პოზიცია – ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით უნდა იდგეს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.

ჯაფარიძის თქმით,, „ქართული ოცნება“  საერთაშორისო პლატფორმებზე მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები და განცხადებები არ შეესატყვისება იმას, რასაც ახლა უკრაინის სახელმწიფო ჩვენგან საჭიროებს

„პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია მოხდა. ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ქედმაღლური პოზიცია. ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც უნდა იდგეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით.

ეს არის იმ ხაზის გატარება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირველი დღიდან – ერთი მხრივ ფორმალურად, ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმებზე მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები და განცხადებები არ შეესატყვისება იმას, რასაც ახლა უკრაინის სახელმწიფო ჩვენგან საჭიროებს. ამიტომ საყვედურების და ქედმაღლობის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ კიევში, ბუჩაში და გამოხატონ სოლიდარობა და თანადგომა უკრაინის ხელისუფლების და ხალხის მიმართ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.