გახდება თუ არა ევრაზიული ფორუმი ბურჯანაძე-ჭყოიძის დაპირისპირების საგანი…

არჩილ ჭყოიძე

დღეს, შემეხმიანენ ჟურნალისტები, როგორც რუსეთიდან, ასევე საქართველოდან და მთხოვეს გამეკეთებინა განცხადება მოლდოვაში ჩატარებული ევრაზიული ფორუმის შესახებ, რომელშიც თითქოს საქართველოდან ვიყავი მიწვეული და ვიღებდი მონაწილეობას. ჯერ ვიფიქრე მეხუმრებიან-თქო, მაგრამ როდესაც გამომიგზავნეს ფორუმის ფოტო.

ნამდვილად გავოცდი, თურმე მოლდოვაშიც ჩავსულვარ, ბურჯანაძის პარტიაშიც გავწევრიანებულვარ და ბურჯანაძის პარტიის სახელითაც მიმიღია ევრაზიულ ფორუმში მონაწილეობა.

გადავამოწმე ინფორმაცია, ასეთი ფორუმი ნამდვილად ჩატარებულა და ნამდვილად ჩასულან იქ ბურჯანაძის პარტიის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, მაგრამ აი, მე რა შუაში ვიყავი ან მოლდოვასთან ან ამ ფორუმთან ან კიდევ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან, აბსოლიტურად გაუგებარია.

მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, ნუ გააშუქებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მე არანაირ ევრაზიულ ფორუმში არ მიმიღია მონაწილწობა და უკვე თითქმის ერთი წელია დავტოვე, როგორც ,,ევრაზიული არჩევანი” ასევე პარტია – ნეიტრალური ევრაზიული საქართველო.

კომენტარის დატოვება