მინდა მოქალაქეებს ვახარო, რომ პრაქტიკულად კოვიდი დამარცხებულია – ღარიბაშვილი

მინდა მოქალაქეებს ვახარო, რომ პრაქტიკულად კოვიდი დამარცხებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, უყურებთ, რომ პრაქტიკულად კოვიდი თითქმის შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ეს სიტუაცია გვაქვს. დღეს მაგალითად 107 შემთხვევა იყო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. არავითარი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას მართვის თვალსაზრისით, და დღეს როგორც ვიმეორებ, 100 შემთხვევა იყო და ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი არის გადალახული, ამოწურულია” – აღნიშნავს პრემიერი.