ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ საფინანსო სექტორში და არა სასოწარკვეთილი მსესხებლის პერანგის ჯიბეში!

როგორ უნდა გავამყაროთ კურსი 2.00-მდე ანუ როგორ გავზარდო ლარზე მოთხოვნა 1 მილიარდი დოლარით.  ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თავის მოსაზრებას წერს.

ლარიზაცია წაღმა: როგორ უნდა გავამყაროთ კურსი 2.00-მდე, ანუ როგორ გავზარდოთ ლარზე მოთხოვნა 1 მილიარდი დოლარით.

1. უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია (“საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ფარგლები – ტექნიკური ჩანაწერი” 2015 წ.)

2.უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის მკვლევართა სპეციალური რეკომენდაცია. (“როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.)

3. უნდა შევასრულოთ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) da ფრაკფურტის ფინანსების და მენეჯმენტის სკოლის რეკომენდაცია
(„საქართველოს წამახალისებელი (ეკონომიკური) ინსტიტუტი“ 2015წ. )

რეკომენდაცია #1

1. “უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა”

ახსნა და შედეგი:

დღეის მდგომარეობით კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის სპეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციულ ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. შედეგად , (ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დახარჯვის გარეშე!!!), მიმოქცევიდან ამოვა მილიარდობით ჭარბი ლარი და ბაზარზე გამოვა 1 მილიარდი დოლარი. რაც კურსს დასვამს 1$/2.00 ლარის დონეზე.
2. უნდა დაწესდეს “ობამას ბანკების გადასახადი”, ანუ კაპიტალის მაღალი მოთხოვნები სისტემური ბანკებისათვის. აქაც დარეზერვება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, რაც დამატებით დიდი რაოდენობის დოლარის გალარებას გამოიწვევს.
3.სავალუტო რისკისაგან დაუზღვეველ პირებს ნებისმიერი მოცულობის სესხი უნდა მიეწოდოს მხოლოდ ლარში
4. საცალო სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი სავალდებულო წესით, ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ მსესხებელს სესხის მომსახურებისათვის მისი განკარგვადი შემოსავლის უმცირესი ნაწილის გადახდა უწევდეს
5. უნდა ამოქმედდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

მაგრამ

პიველ რიგში უნდა სასწრაფოდ შევასრულოთ

რეკომენდაცია #1:

“უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა”

ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ წაღმა! ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ საფინანსო სექტორში და არა სასოწარკვეთილი მსესხებლის პერანგის ჯიბეში!

წყარო:

http://www.imf.org/external/pubs/ft/wp/2015/wp15203.pdf

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო დოკუმენტი – “როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი – “საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ფარგლები – ტექნიკური ჩანაწერი” 2015 წ.

(KFW) და ფრაკფურტის ფინანსების და მენეჯმენტის სკოლა –
„საქართველოს წამახალისებელი (ეკონომიკური) ინსტიტუტი“ 2015წ.

P.S.
ვრცელი ციტატა სპეციალისტებისათვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო დოკუმენტი – “როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.

“ადგილობრივი ვალუტის მიმზიდველობის გაზრდა აუცილებელია.
მოკლევადიან პერიოდში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ ზომებზე, რომლებიც ადგილობრივ ვალუტას უფრო მიმზიდველს ხდის და გაცვლითი კურსის პოლიტიკის ასიმეტრიას ამცირებს. კეიაზოსა და კოლეგიის კვლევა (2006 წ.), რენჰაკის და ნოზაკის კვლევა (2006 წ.), და გარსია-ესკრიბანოსა და სოსას კვლევა (2011 წ.) აჯამებს ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმატებული დედოლარიზაციის განმახორციელებელი ქვეყნების პრაქტიკის რამდენიმე მაგალითს. ხსენებულ ქვეყნებში წარმატებით განხორციელებული ინიციატივები და პრუდენციული რეგულაციები მოიცავს უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრას, უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე უფრო მაღალი სარეზერვო მოთხოვნების დაწესებას, ადგილობრივ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ანაზღაურებას უფრო მაღალი განაკვეთით ვიდრე უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე. ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ბანკებს მოეთხოვებათ სავალუტო რისკების რუტინული შეფასების ჩატარება ან უცხოურ ვალუტაში გამოსახული კრედიტების პროცენტული რეზერვების დაწესება, რომელთა შეფასებაც არ ხდება. ლიკვიდურობის მოთხოვნების რეგულირებაც ხდება და ბანკებს მოეთხოვებათ ლიკვიდური აქტივების შენახვა მოკლევადიანი ვალდებულებების წილობრივად და უფრო მაღალი მოთხოვნებით უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ვალდებულებებზე, ვიდრე ადგილობრივ ვალუტაში გამოსახულზე. სხვა ზომები გულისხმობს უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სადაზღვეო პრემიის გაზრდას, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვას გადაუზღვეველ მსესხებლებზე, საკრედიტო ბიუროებისგან ინფორმაციის გამოთხოვნას ცალკეული ვალუტების ჭრილში ყველა სესხის შესახებ და ბანკებისგან სავალუტო რისკების რუტინული შეფასების მოთხოვნას.”

კომენტარის დატოვება