„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ – პოდოლიაკი მარიუპოლზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მსოფლიო გენოციდს ონლაინ უყურებს.

„მარიუპოლი, სიკვდილი აქ რუსეთის დროშის ქვეშ მოვიდა. ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, შენობების 90% გაანადგურეს. უკრაინელი სამხედროები გარშემორტყმული არიან. დასაწყისშივე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს შანსს – ტანკებსა და თვითმფრინავებს. მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“, – წერს პოდოლიაკი.