ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება – არესტოვიჩი​

უკრაინისთვის ვლადიმერ პუტინის სიკვდილი სასარგებლო არ იქნება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა aლექსეი არესტოვიჩის  განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, პუტინის სიკვდილი მრავალპარტიული, ლიბერალური რუსეთის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რაც უკრაინის წინააღმდეგობას გაართულებს.

„ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება. როცა უკრაინელები სიხარულით უსურვებენ პუტინის სიკვდილს, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა უკრაინისთვის პუტინის სიცოცხლე ბევრად უფრო მომგებიანი ვარიანტია, ვიდრე მის ნაცვლად სხვა ძალების მოსვლა.

პუტინის სიკვდილის შემთხვევაში იქნება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც დასავლეთთან შეთანხმებას მიაღწევენ. დასავლეთს სურს შეთანხმება. რუსეთს სანქციები მოეხსნება, მათ შორის ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და ისინი დაიწყებენ მსოფლიო წარმოებას. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კონკურენცია გაუწიონ დასავლეთის სხვა ქვეყნებს და გახდნენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.

დასავლეთი ტაშს დაუკრავს ამას, რადგან დაინახავს სიტუაციის ნორმალიზების ყველა ფორმალურ ნიშანს. ლიბერალურ რუსეთთან, მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული ექსპანსიის შემდეგ დაპირისპირება გაგვიჭირდება,” – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.