ბატონო ჯანჯღავა, გაეცით პასუხი სოხუმელი გმირის, ზურაბ ჯანჯღავას განუმეორებელ თავდადებას!..

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, შაოსან დედებთან შეხვედრების ინიციატორი და ორგანიზატორი მარინა ნაჭყებია გენშტაბის უფროსის პირცველ  მოადგილეს ნიკოლოზ ჯანჯღავას მიმართავს:

 -„გვახსოვდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გმირები!
გახსოვდეს საქართველოს 20% ოკუპირებულია–არ მივცეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა უფლება ჩვენს თავს მათი უკვდავების დავიწყება!

ახლა კი მინდა, ბატონ ნიკოლოზ ჯანჯღავას ვკითხო….თუ იცნობდა აფხაზეთის ომის გმირს, სოხუმელ ზურაბ ჯანჯღავას? ეს ის ზურაბია, რომელიც არ დამალულა სკოლის მოწაფე, ეს ის ზურაბია ,რომელიც სკოლის მერხიდან უკვდავებაში გადავიდა…რადგან მომავალ თაობას ეცხოვრა თავისუფალ საქართველოში…

 პირადად თქვენ, ბატონო ჯანჯღავა, გაეცით პასუხი გმირ 18 წლის ზურაბ ჯანჯღავას განუმეორებელ თავდადებას!..

ჩვენ უნდა გვახსოვდეს საქართველოს გმირები, პატივი უნდა ვცეთ ვეტერანებს, ისინი სიცოცხლეს დებდნენ სასწორზე და სამშობლოს იცავდნენ, უნდა დავაფასოთ იმიტომაც, რომ მომავალ თაობას არ დავუკარგოთ პატრიოტიზმის განცდა…

მომიტევეთ ამ კითხვისთვის, ბატონო ჯანჯღავა, მაგრამ ბოლო წლებს რომ გადავხედე, კიტხვა გამიჩნდა თქვენთან-რატომ გეზიზღებათ  ვეტერანი და ომის გმირები?“

კომენტარის დატოვება