„არც საქართველოს მთავრობას, არც ენმ-ს და არც პატრიოტთა ალიანსს არავითარი კავშირი ტრამპის გარემოცვასთან არ გააჩნიათ!“

   დღეს სააგენტოს დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოითხოვა.

მისი თხოვნა იყო ამ ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე და დასძინა, რომ სულ მალე თავად გაასაჯაროვებს სხვა ახალ ინფორმაციებს, უკვე თავისი სახელით. ვინაიდან ჩვენთვის თითოეული მოქალაქე მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სიტყვები არ შეიცავს დანაშაულებრივ ქმედებებს, ინფორმაცია თქვენამდე მოგვაქვს.

  -„არც საქართველოს მთავრობას, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც პატრიოტთა ალიანსს არავითარი კავშირი არ გააჩნია არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან და მისი ადმინისტრაციის სავარაუდო წევრებთან. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ობამას ადმინისტრაციის მიმართ დარწმუნებული იყვნენ ჰილარი კლინტონის გამარჯვებაში და საკუთარ მოქმედების სტრატეგიას, სწორედ ამ კანდიდატის გუნდთან დაახლოებაზე აგებდნენ. ეს კი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში საფრთხის შემცველია საქართველოსათვის. ტრამპის გუნდის წარმომადგენლებმა კარგად იციან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სიმპატიების შესახებ და შესაძლოა ამან სავალალო შედეგები გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება,საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილის განცხადებას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კავშირებზე დონალდ ტრამპის გუნდთან და მომავალი ადმინისტრაციის წევრებთან, რბილად, რომ ვთქვათ არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები დაკავებულნი არიან პოლიტიკური სპეკულაციით, რათა შეცდომაში შეიყვანონ საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება არარსებული კავშირების აფიშირებით აშშ-ში“-გვითხრა მოქალაქემ.

 მასთან საუბრის შემდეგ ჩვენ „პატრიოტთა ალიანსის“ პრესცენტრს დავუკავშირდით, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც განაცხადეს, „ასეთ აბსურდზე“ ვერ ხედავენ პასუხის გაცემის აუცილებლობას.

კომენტარის დატოვება