კრემლმა ბორის ჯონსონს რუსეთში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესსა და 10 სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სანქციებისა და „მტრული დამოკიდებულების“ საპასუხოდ მიიღეს.