მიხაილ პოდოლიაკი – ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის და გაზის ემბარგოა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, წამყვანი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში.

„ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის შიშით, მიიღებს ორივეს“, – დაწერა პოდილიაკმა.