ტერორისტი სახელად სიდუხჭირე!-სევდა, შიში, სიცივე და მაინც იმედი შენი, ჩემი, ჩვენი…

ქვეყანაში რომ სიდუხჭირეა ყველამ ვიცით, ყველა ვგრძნობთ, მაგრამ მეტ-ნაკლებად, უკვე აღარც დახმარების თხოვნა გვიკვირს და აღარც ანგარიშის ნომერზე თითო ლარის გადარიცხვა, მაგრამ დღეს რაც სოციალურ ქსელში ვიხილე, ყველა საზღვარს სცილდება.

ფეისბუქ-მომხმარებლები დარინა ჩაჩანიძე და თიკო იობიძე  სტატუსს აქვეყნებენ და ფოტოებს ავრცელებენ.

ჩვენ გვინდა ეს ფოტოები თქვენამდე მოვიტანოთ და არც ერთმა არასამთავრობომ არ დაგვდოს ბრალი, ბავშვების სახეები რატომ არ დაფარეთო.

რატომ არ დავფარეთ? იმიტომ რომ მათ თვალებში არსებული სევდა, შიში და სიცივე კარგად დაგვენახა!

-„ მეგობრებო ლაგოდეხის რ/ში სოფელ ჰერეთისკარში ამ სივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე ცარიელ კედლებში ელემენტარული საყოფასცოვრებო ნივთების გარეშე ძნელი წარმოსადგენია მაგრამ წლების მანძილზე ცხოვრობს 8 სულიანი ოჯახი და ერთ-ერთი პატარა ეპილეფსიით ავადმყოფი ყავთ…ჩვენ ვიყავით დღეს და გვსურს სინანულის განცდა(რომ არ ვიყავით აქამდე ინფორმირებულნი) რომელიც ჩვენ დაგვეუფლა აღარავინ იგრძნოს როცა მათ ნახავს და გადავწყვიტეთ დახმარება რომლის ერთ-ერთი ფორმა ამ ინფორმაციის გავრცელებაა.. გახსნილია ანგარიში (იხილეთ ალბომში) ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ ამ საახალწლოდ გაათბოთ და გაახაროთ ეს პატარები თუდაც მცირედით ნამდვილად მადლიან საქმეს გავაკეთებთ ამ საშობაოდ… თუ არ გვაქვს საშვალება თანხის ჩარიცხვის მაშინ გავაზიაროთ ეს პოსტი ასე სიკეთის გაკეთების მსურველს ვიპოვით და ესეც დიდი მადლია… მადლობთ მეგობრებო… გისურვებთ მედნიერებას და ჯანმრთელობას.
პ.ს. შედეგს აუცილებლად გავაზიარებ რადგან მწამს სიკეთე გადამდებია…“-ვკითხულობთ დარინა ჩაჩანიძის სტატუსში.

თიკო იობიძე კი წერს:

-„ ჩემო უცნობო და ნაცნობო მეგობრებო… გთხოვთ, თუ რამე გაქვთ და ამ ახალ წელს გინდათ, ვინმე გაახაროთ, დავეხმაროთ ამ ოჯახს. ფანჯრების ფული შეგროვდა და ახლა რაც შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ ცხოვრება…“

კვირას, 25 დეკემბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, შეგიძლიათ, მიიტანოთ ნივთები და ნებისმიერი რამ, რაც ამ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.

ოჯახი, სადაც ექვსი პატარა იზრდება, დარინა ჩაჩანიძემ აღმოჩინა, როდესაც მათთან დასახმარებლად ჩავიდა. მას შემდეგ მან სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომლის საშუალებითაც სახლში, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, ორი ფანჯარა ჩასვეს, საჭიროა 7000 ლარი, რომ სახლში ელემენტარული პირობები შეიქმნას. როგორც ცნობილი გახდა, ლაგოდეხის გამგებელმა 2000 ლარი უკვე ჩარიცხა ანგარიშზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც თანხის შეგროვება გრძელდება.

ძნელია, არ დავეთანხმოთ ერთ-ერთ „ფეისბუქ“-მომხმარებელს, რომელიც ამ ფოტოებს აზიარებს და წერს: „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!..“

ერთად აუცილებლად შევძლებთ-კვირას, 25 დეკემბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, შეგიძლიათ, მიიტანოთ ნივთები და ნებისმიერი რამ, რაც ამ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.

ეს კი ანგარიშის ნომერია

ყველანაირი ინფორმაციისთვის დარეკეთ

599 39 64 85

კომენტარის დატოვება