ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 82%, NATO-ში ინტეგრაციას კი 71% უჭერს მხარს – NDI კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხულთა 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. 9%-ისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 28% პასუხობს, რომ სწორად. 44%-ს მიაჩნია, რომ არასწორად, 17% კი თვლის, რომ საქართველო არ იცვლება.

რომელი პარტია დგას თქვენთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 22% ასახელებს “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალური მოძრაობა” -7%, სხვა პარტიები – 6%. 64%-ს მიაჩნია, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

როგორ შეაფასებთ შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას?

პრემიერ მინისტრის ინსტიტუტი – კარგად 26%, ცუდად 36%.
პრეზიდენტი: კარგად -24% ცუდად – ასევე 24%.
პარლამენტი: კარგად 13% ცუდად – 40%

როგორ შეაფასებთ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მათ საპასუხო ქმედებებს?

პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად აფასებს 63%, უარყოფითად კი 18%.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად 46%, უარყოფითად კი 37%.

ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ამ კითხვაზე პასუხად რუსეთს ასახელებს 67%, პერსონალურად პუტინს 11% – შტატებს 9%, უკრაინას კი გამოკითხულთა 5%.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს გლობალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მისაღებია – 49%-სთვის, მიუღებელია 37%-სთვის.

რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა უფრო უნდა გაღრმავდეს 25%-ის აზრით. უცვლელი უნდა დარჩეს 27%-სთვის, უფრო უნდა შეზღუდოს 39%-ის აზრით – ოკუპანტთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება მიუღებელია 37%-სთვის.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%