„აზოვსტალის” დირექტორი: ვიდრე აზოვის ბატალიონი მარიუპოლშია, მარიუპოლს ვერავინ აიღებს, მარიუპოლი – ეს უკრაინაა

ვიდრე აზოვის ბატალიონი მარიუპოლშია, მარიუპოლს ვერავინ აიღებს, მარიუპოლი – ეს უკრაინაა, ამის შესახებ „აზოვსტალის” გენერალურმა დირექტორმა ენვერ ცქიტიშვილმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„აზოვსტალის ტერიტორიას აზოვის ბატალიონი არ ტოვებს. ისინი არიან ყველაზე მაღალი კლასის პატრიოტები, ისინი ყველასთვის მაგალითები არიან, „აზოვსტალს” ისინი არ დატოვებენ. ვიდრე აზოვის ბატალიონი მარიუპოლშია, მარიუპოლს ვერავინ აიღებს, მარიუპოლი – ეს უკრაინაა.

მე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ გავუკეთებ კომენტარს მაგრამ არამხოლოდ ტანკები და თვითმფრინავები ომობენ, არამედ საომარი მომზადება და მორალური მზადყოფნა ჯარისა და ხალხისა ასევე მნიშვნელოვანია. თუ მორალური მხარე ჯარისა ისეთი მაღალია, როგორსაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ არ დავმარცხდებით.ჩვენი წინასწარი გათვლებით, თავშესაფარში 200-მდე ადამიანია, ან მეტი, რადგან ჩვენ მუდმივი კავშირი არ გვაქვს,” – განაცხადა ენვერ ცქიტიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „აზოვსტალის” თავშესაფარი ექვსმაგი დამცავი ფენა ბეტონისგან შედგება.

„თავშესაფარი 1977 წელს არის აშენებული, საყოველთაოდ ცნობილი მაშინდელი წესების მიხედვით. ყველა თავშესაფარი გათვლილია ატომური იარაღის პირდაპირ დარტყმაზე, მათ ატომური ბომბის პირდაპირი დარტყმისთვის უნდა გაეძლო. მხედველობაში იყო მიღებული ჰიროსიმა. ასევე ექვსმაგი დამცავი ფენა ბეტონისა,” – თქვა „აზოვსტალის” გენერალურმა დირექტორმა ენვერ ცქიტიშვილმა.