,,ენმ” პარლამენტის მხრიდან უკრაინაში გენოციდის აღიარებას მოითხოვს და დადგენილებას არეგისტრირებს

,,ნაციონალურ მოძრობა” უკრაინაში რუსეთის მიერ, გენოციდის აღიარებას მოითხოვს და საქართველოს პარლამენტში შესაბამის დადგენილებას დაარეგისტრირებს. განცხადება ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, ამით გამოჩნდება, რეალურად რა დაარწმუნა ბუჩაში ნანახმა ,,ქართული ოცნება” და ვის გვერდით დადგება მმართველი პარტია.

,,დღეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილსითვის, ეს ბუნებრივია არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი ან არა. ან ნანახმა ბუჩაში დაარწმუნა ქართული ოცნებამ, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, ან ისინი დგებიან ევტუშენკოვების გვერდზე, ან დანარჩენი თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის ქართული ოცნების მხარეს, დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ” განაცხადა მელიამ.