დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ -„ქართულ ოცნებას“ – მიხეილ ყაველაშვილი ივანიშვილზე

„დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ -„ქართულ ოცნებას “,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს ქმედებები უკრაინასთან მიმართებით ღირსეულია და საზოგადოება ამას ხედავს და სწორად აფასებს.

„თქვენ არ უსმენთ არახამიას რას იძახის ჩვენს ქვეყანაზე და ჩენს ხელისუფლებაზე? კიდევ ჩვენ ვსაუბრობთ მასზე ცუდად? ეს დამოკიდებულება სწორია? რამდენს ვითმენთ, 8 წელია ვითმენთ.

დიახ, ღირსეულად იქცევა ქართული სახელმწიფო. სოლიდარულებიც ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ. აქ ქილიკის საგანი გახდა როდესაც ვსაუბრობდი საქართველოზე მეტს ვინ აკეთებს მეთქი. ვიცით და იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ. როგორ გგონიათ, ერთ დღეს გვამყოფებდა ხელისუფლებაში რომ არ ვუსმენდეთ საზოგადოებასა თუ რა სურთ მათ. ამ არჩევნებმაც ხომ დაგანახათ ეს.

ვიცით ეს ყველაფერი და ვეღარ დაატრიალებთ იგივეს. ხელს თუ არ გვიწყობთ, ხელს ნუ უშლით საკუთარ სახელმწიფოს“,–განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.