საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა – ოლექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, მეტიც, ცდილობს გაამართლოს რუსეთის პოზიციები.  ამის შესახებ ოლექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მისცა.

„მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები.

ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის,”- განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.