მოვთხოვოთ ხელისუფლებას დეპარტამენტის შექმნა, რომელიც გათავისუფლებულ ადამიანებს დააკვალიანებს!

ლადო სადღობელაშვილი

-„მეგობრებო სახელმწიფოს მიერ 10 % ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით იგეგმება 20 000 -25 000 ადამიანის განთავისუფლება სამსახურებიდან .

– სამწუხაროა, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის მოტივირებული რომ ამ სეგმენტს ელემენარულად იურიდიული კონსულტაციები გაუწიოს, აღარაფერს ვამბობ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე, რომელიც ასეთ ადამიანებს ბედის ანაბარა არ დატოვებს!

მინდა მივმართო უფლებათა დამცველებს, იქნებ ამ ხალხს რამენაერად დავეხმაროთ, როგორც მინიმუმ მოვთხოვოთ ხელისუფლებას დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან კომპენსაციას გამოუყოფს ან ალტერნეტიულ სამსახურებს მოუძებნის კერძო სექტორში ან და ითანამშრომლებს-უშუამდგომლებს იმ მსხვილ კომპანიებთან რომლებიც მოგების გადასახადებიდან თავისუფლდება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პირობით… 

p.s. ხელისუფლება როცა უმოქმედოა საჭიროა საზოგადოებამ მოითხოვოს!

კომენტარის დატოვება