პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი – არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას უსაფუძვლოს და არასწორს უწოდებს.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება არის უსაფუძვლო და არასწორი. საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკაძემ.